пятница, 6 мая 2011 г.
четверг, 21 апреля 2011 г.
პროექტის სახელი : ძაღლის ნაკბენი
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ძაღლის სხვადასხვა ჯიშებზე, შინაური და გარეული ჯიშები. მათი სარგებლობა და მათგან წამოსული საფრთხე, მათი აცილების შესაძლებლობები.
პროექტის სრული აღწერა:
კლასში ჩავატარე მინი ლექცია: თემაზე, ძაღლი–მისი სარგებლობა და საფრთხე.
პირველი ეტაპი:
პროექტის დაგეგმვა:
პროექტი დაიგეგმა და მომზადდა, იდეა წინასწარ მასწავლებლიდან წამოვიდა თემის აქტუალობიდა გამომდინარე. ამ თემის აქტუალობა აიხსნება იმ პრობლემებით რომელიც ძაღლის ნაკბენისგან შეიძლება წამოვიდეს, უკიდურეს შეთხვევაში ეს შეიძლება იყოს ცოფი.
კლასი გაიყო სამ ჯგუფად:
ჯგუფებს მიეცათ დავალება:
პირველი ჯგუფი:
მოიძიებს ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალებს ინტერნეტით, მოიპოვებენ ინფორმაციას ძაღლის ჯიშებზე, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, იმ ჯიშებზე რომლებიც აკრძალულია. გაკეთდდება სლაიდ შოუ.
მეორე ჯგუფი:
ვიზიტი ექიმებთან (ვეტერინარი, ქირურგი, ნევროპათოლოგი ინფექციოლოგი) გაარკვევენ რისკ ფაქტორებს რაც დაკავშირებულია ძაღლის როგორც პარაზიტების გადამტანები, ასევე მათი ნაკბენის შემთხვევაში, რა ზომებს უნდა მიმართონ. გაარკვევენ თუ რა არის ცოფი, მისი სიმპტომები, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს რისკები.რა აუცილებელ ზომებს უნდა მივმართოთ დაკბენის შემთხვევაში. როდის არის აუცილებელი ვაქცინაცია. ინფორმაცია როგორც ტექსტური ასევე პრეზენტაციის სახით იქნება წარმოდგენილი.
მესამე ჯგუფი:
ჩაატარებს კვლევას რაიონის მაშტაბით, თუ რა ჯიშის ძაღლებია უფრო მეტად გავრცელებული,დაცულია თუ არა ყველა ის აუცილებელი პირობა რაც საჭიროა ძაღლის ყოლისთვის, მაგ: (რეგისტრაცია, ყოველწლიური პროფილაქტიკა, უსაფრთხოების საშუალებების გამოყენება, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ) შეხვედრა კინოლოგთან და მასთან გასაუბრება ძაღლთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე. ინფორმაცია ჩანაწერის სახით დაიდება.
მესამე ეტაპი:
პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება მოძიებული მასალის შეჯამება და პრეზენტაცია. მოეწყობა სლაიდ შოუ.დაესწრებიან მასწავლებლები , მშობლები, რესპოდენტები (ექიმები, გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი)
მოსალიდნელი შედეგები/პროდუქტები, ამ პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები მიიღებენ მრავალგვარ და ძალიან სასარგებლო ინფორმაციას ძაღლებზე– მათ მოვლა–პატრონობაზე, ჯიშებზე, გამოყენებაზე სხვადასხვა სფეროში, და რაც ყველაზე მთავარია მათ ეცოდინებათ როგორ აირიდონ თავიდან მათგან წამოსული საფრთხე ან რა ზომებს უნდა მიმართონ დაკბენის შემთხვევაში. ეს რისკი კი ბავშვებში ძალიან დიდია.
მონაწილეთა ასაკი: 14–16 წლის მოზარდები.
ხანგრძლივობა/ვადები: 3 თვე
სამუშაო ენა ქართული
ფასილიტატორი: ნანა გვაზავა
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nanagvazava1970@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)